გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის

22-09-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გაიმართულ მიღებას დაესწრო.


მთავრობის მეთაური ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მადლობას უხდის.


,,მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031