23-09-2022
შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკის მთავარი დოკუმენტის სახით, რომელიც 2030 წლისთვის ზოგადი განვითარების ძირითად დირექტივებსა და პრიორიტეტებს მოიცავს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის.
„შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკის მთავარი დოკუმენტის სახით, რომელიც 2030 წლისთვის ზოგადი განვითარების ძირითად დირექტივებსა და პრიორიტეტებს მოიცავს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.
ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. მთავრობამ ის დაამტკიცა საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულების განსაზღვრას და შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას.
მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და ყველაზე ნათელი გონების ადამიანებთან ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ნამდვილ, მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად საქართველოს გარდაქმნის სტრატეგია. ჩვენმა საფინანსო სექტორმა გლობალურად უკვე მოიხვეჭა სახელი და ახლა საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში დამატებითი კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად. ვითარდება სტარტაპების ეკოსისტემა.
ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალი მატერიალიზდება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოსა და მისი ხალხისთვის მდგრად და პროგნოზირებად ეკონომიკას", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024