გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე გააკეთა მთავარი აქცენტი და აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი როლი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში

23-09-2022

პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზეც გააკეთა მთავარი აქცენტი და აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი როლი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, - ამის შესახებ საგრეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, უნდა აღინიშნოს ქართველი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, რადგან საქართველოს საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ იყო, არის და მომავალშიც იქნება კონტრიბუტორი.


„დღეს ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს.


პრემიერ-მინისტრის მთავარი აქცენტები იყო მიმართული ყველა იმ გლობალური თუ ლოკალური რეგიონული გამოწვევების მიმართულებით, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის რეგიონული უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პოლიტიკისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზეც გააკეთა მთავარი აქცენტი და აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი როლი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. უნდა აღინიშნოს ჩვენი გმირი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ საქართველოს საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ იყო, არის და მომავალშიც იქნება კონტრიბუტორი და სწორედ, ამ ჭრილში, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მნიშვნელობა და როლი დაანახა მსოფლიოს, მათ, ვინც უსმენდა ამ გამოსვლას და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


მისი თქმით, პრემიერის მხრიდან ძალიან ღია მიმართვა გაკეთდა აფხაზი და ოსი თანამემამულეების მიმართ და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს მომავალი დანახულია მათთან ერთად თანაცხოვრების პრიზმაში.


„შემდეგი მთავარი აქცენტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მხრიდან გაკეთდა, ეს იყო ძალიან ღია მიმართვა ჩვენი ძმებისა და დებისადმი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ჩვენი თანამოქალაქეების მისამართით. ის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ დანახულია მათთან ერთად თანაცხოვრების პრიზმაში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჩვენ ერთ საერთო, ძლიერ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ეს აქცენტიც, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეულია პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, აუდიტორიისთვის მიემართა და ესაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.


„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, აუდიტორიისთვის მიემართა და ესაუბრა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ეს არის შეუქცევადი პროცესი და სწორედ ამ კუთხით, პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი გააკეთა ჩვენი ქვეყნის ორ ძალიან მთავარ და მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე - ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ჩვენი ნატოში მომავალი ინტეგრაცია და ვფიქრობ, ესეც გამორჩეული აქცენტი იყო.


და ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამ კონტექსტში, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს და აუცილებლად გააგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი მომავალი, რომელიც არის მთავარი მექანიზმი ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესში და ჩვენ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ და საქართველოს მთავრობის მეთაური იქნება ადამიანი, რომელიც გაუძღვება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930