23-09-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაოშეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრშიმგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ავტორიზაციის გავლის პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, მგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისწარმომადგენლების ყველა კითხვას გავცეთ პასუხი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ. მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე.
2022 წლის 1 ივლისიდან, შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.
16-11-2024
16-11-2024