გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიასკოლამ ჟურნალისტებს უსაფრთხოების კურსი ჩაუტარა

26-09-2022

„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის" - კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ჟურნალისტები მიტინგებისა და დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქების მიმართულებით გადამზადდნენ. სასწავლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, როგორ მიაწოდონ საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია დემონსტრაციებისა და სამხედრო კონფლიქტების გაშუქებისას ისე, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.


ორი დღის მანძილზე ჟურნალისტებმა ფოტოჟურნალისტ დავით მძინარიშვილთან და ჟურნალისტ მაკა ანთიძესთან ერთად იმუშავეს. ტრენინგი თეორიულის გარდა პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. ტრენერებმა ჟურნალისტებთან ერთად ის შეცდომები განიხილეს, რასაც მედია საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას უშვებს და მონაწილეებს დაძაბულ გარემოში უსაფრთხოდ მუშაობისთვის სავალდებულო ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930