გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანსა და მამუკა ბახტაძეს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება

11-07-2018

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღის ბოლომდე ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას გამართავს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბევრი საკითხი, მათ შორის, გაერთიანებული იუსტიციის სამინისტროს როლი იქნება განხილული.

„დღის ბოლომდე მექნება საქართველოს პრემიერ-მინსიტრთან შეხვედრა, სადაც ჩვენ განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის, მომავალ კვირას იმართება მსოფლიო სამიტი ღია მმართველობის პარტნიორობის. ძალიან ბევრი თემაა განსახილველი. 
ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე იუსტიციის უკვე გაერთიანებული სამინისტროს როლზე. 
პრემირ-მინისტრის პოზიცია ვიცი, მაგრამ მეექვსე წელია ვცდილობ, ვიყო კორექტული - ვიმოძრაო კანონის ფარგლებში, თქვენი ინტერესიც დავაკმაყოფილო და თან არ დავარღვიო ის, რაც პრემიერის პრეროგატივაა“- განაცხადა წულუკიანმა. 

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინისტრთა განახლებულ კაბინეტს წარუდგენს, მანამდე კი, 18:00 საათზე, ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031