გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკინი: დასამალი არაა, რომ შალვა თადუმაძის შვილის ნათლია ვარ

11-07-2018

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დასამალი არ არის, რომ ის პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის თანამებრძოლი და მისი შვილის ნათლიაა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ პროკურორობის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებას ჩრდილი არ მისდგომოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 

ამის შესახებ წულუკიანმა მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძის არჩევის შესახებ, საკითხის კომენტირებისას განაცხადა.


„არ არის დასამალი, რომ კავშირი შალვა თადუმაძესთან მაქვს, მისი თანამებრძოლი და თანამოაზრე ვარ. ასევე ვარ მისი შვილის ნათლია.  დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე, იმისთვის, რომ კენჭისყრაში ჩემი მონაწილეობით რაიმე ტიპის, თუნდაც მცირე ჩრდილი არ მისდგომოდა ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების გადაწყვეტილებას, როგორიცაა მაგალითად, თემურ მონიავა, ირმა ჭკადუა, პროკურორთა კორპუსის რვა წარმოამდგენელი, ორი მოსამართლე...“- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭომ პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. მას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა. ახლა მისი კანდიდატურა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031