გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მინდა მადლობა გადავუხადო იანოშ ჰერმანს ყველა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა

11-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.


იანოშ ჰერმანი საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს. პრემიერმა მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„დღეს მქონდა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.


შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობების დღის წესრიგი. ხაზი გავუსვით ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს განვითარების გზაზე.


მინდა საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო იანოშ ჰერმანს ყველა იმ წარმატებისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, რაც მან, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, გააკეთა საქართველოსთვის“-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031