27-09-2022
ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია. ამ ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. მათ შორის ვარ მეც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც შამუგია აღნიშნავს, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი ნაწილია.
„27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია. ამ ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. მათ შორის ვარ მეც; მეც იძულებით დავტოვე აფხაზეთი და საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა ის სიმძიმე, რაც ომს და შეიარაღებულ კონფლიქტებს ახლავს თან. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე ომი გამოვიარეთ, დავკარგეთ მებრძოლი ახალგაზრდები და მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. მათი გმირული თავდადების ისტორია იციან მომავალმა თაობებმა და ის არასოდეს მიეცემა დავიწყებას. დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი ნაწილია. სწორი პოლიტიკით ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აუცილებლად მივალთ”, - განაცხადა შამუგიამ.
16-11-2024
16-11-2024