11-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით მთავარი პროკურორობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანია.
ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„ბოლო პერიოდში საზოგადოება დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს.
დღეს საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარსადგენად შეარჩია შალვა თადუმაძე. შალვა თადუმაძე ჩემი შეფასებით, პირველ რიგში, არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ის ბოლო პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ, მანამდე კი 2012 წლიდან მოყოლებული მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ, ასევე სამეცნიერო წრეებში. მინდა ვუსურვო მას პარლამენტში წარდგენისა და დამტკიცების პროცესში წარმატებები და დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“-განაცხადა პრემიერმა.
18-12-2024