გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევათაგან ერთ-ერთი მთავარი, ეკოლოგიური მდგომარეობაა

11-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკოლოგიაა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ამ მიმართულებით მასშტაბული გეგმების განხორციელებას აპირებს.


„მინდა შევეხო ეკოლოგიას და იმ პრობლემას, რომელიც დგას და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის.


აქედან გამომდინარე, ჩვენ დავამუშავეთ მნიშვნლოვანი ინიციატივები, რომლებიც მოკლე ვადაში საშულებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები.


მინდა ის მიმართულებები ჩამოგითვალოთ, რომელზეც გავაკეთებთ აქცენტს:


პორველ რიგში, ესაა საწვავის ხარისხის გაზრდა, ამასთან ერთად აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე. ამასთან ერთად, შევა მასშტაბური ცვლილებები სამშენებლო სამუშაობის წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით, ეტაპობრივად სრულად მოხდება ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე თბილისის მერიასთან ერთად და ივლისის ბოლომდე ჩვენ გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას“-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930