11-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა პროდუქტი, რომელიც ნატურალური რძისგან იქნება დამზადებული დღგ-სგან გათავსუფლდება.
როგორც ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დაგეგმილი რეფორმები სოფლად მცხოვრები მოსახელეობისთვის დიდი შვება იქნება, რადგან ნატურალურ რძეზე ფასი გაიზრდება.
„კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ, შეეხება ქვეყანაში ნატურალური რძის წარმოებას. ეს ცვლილებები იქნება დიდი შეღავათი სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ ინიციატივის შედეგად გაიზრდება ნატურალური რძეზე ფასი. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ინიციატივით დღგ-სგან გათავისუფლდება არა მარტო ნატურალური რძე, არამედ რძის ყველა პროდუქტი, რომელიც დამზადებული იქნება ნატურალური რძისგან. ამ მხრივ მოხდება მოსახლეობის ამ ჯგუფის ჩართვა რეალურ ეკონომიკაში. მწარმოებლები შეძლებენ იმპორტირებული რძის ფხვნილის ჩანაცვლებას ნატურალური რძით და ჩვენ მოსახლეობას ექნება წვდომა ჯანმრთელ პროდუქტზე. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ანუ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“-განაცხადა პრემიერმა.
18-12-2024