გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: გია ჟორჟოლიანის ინიციატივას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება  

11-07-2018


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სონღულაშვილი გია ჟორჟოლიანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით,  2500 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე მოქალაქეებს ხელფასიდან 30% უნდა დაექვითოთ.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის მიდგომა შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„ჩემი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ასეთი ტიპის მოდელი არასწორია. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეს მოდელი განიხილავენ, რომ შეცვალონ, რადგან ამ სისტემამ საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა ამ ქვეყნებში მოქალაქეებს. ასეთი ტიპის მიდგომა შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ერთია, რომ თვითონ პრინციპი არ არის სწორი და მეორე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის განცხადებები, რადგან კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს უფლება სახელმწიფოს, რომ გადასახადებში რამე ცვლილება შეიტანოს“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031