11-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს ბრიუსელის სამიტს ისტორიულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა ახალ ეტაპზეა.
ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა გამოვეხმაურო ისტორიული მნიშვნელობის მქონე სამიტს ბრიუსელში. ესაა პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება. ამავე დროს, ამ ფორმატს დაესწრება ნატოს ყველა ქვეყანა, ლიდერების დონეზე. ესაა პირველი შემთხვევა და აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს თემატიკა განიხილება ცალკე ფორმატში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა და ის გახდება ტრადიციული. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები ნატოს სამიტისგან. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით“-განაცხადა პრემიერმა.
18-12-2024