30-09-2022
არის თუ არა ომის საშიშროება საქართველოში?! 1989 წლიდან საქართველოში პერმანენტული ომი გვაქვს. როდესაც გვყავს ისეთი აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, გამორიცხული არასდროს არაფერია! ამიტომაც გვინდა ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ერის განვითარებისთვის - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერმა, კახა ოქრიშვილმა განაცხადა.
"ვის უნდოდა და უნდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში?!
არასდროს და მათ შორის არც ახლა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს. ქართველები მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტული ერი ვართ და რომც გვინდოდეს ომი, ამისთვის საჭირო სამხედრო-ეკონომიკური რესურსი არც გაგვაჩნდა და არც გაგვაჩნია.
მაშინ, უკვე წლებია, რატომ საუბრობს „ქართული ოცნება“ ომის საშიშროებაზე?! ეს ყველაფერი ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას.რა არის „ოცნების“ პოლიტიკა: როგორც მასობრივი, ისე ინდივიდუალური შიშის დანერგვა, ყოფითი, ეკონომიკური და სხვა პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ომის შიშზე - მარტივად რომ ვთქვათ, მათ სურთ,მოსახლეობა ამ შიშში აცხოვრონ, რომ სხვა რამეზე ფიქრი ვერ შეძლონ.
ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს. მოსახლეობაში ახლა მიმდინარეობს კონსოლიდაციის პროცესი და შედეგად, არჩევნების გზით, მალე შევცვლით ხელისუფლება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
16-11-2024
16-11-2024