11-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე წარუდგენს საზოგადოებას.
ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე თავად პრემიერმა განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრა და საბოლოო კონსულტაციები მთავრობის წევრებთან დაკავშირებით და ხვალ დილის 10:00 საათზე ჩავატარებ ბრიფინგს, სადაც წარმოვადგენ ჩვენს განახლებულ კაბინეტს ათი მინისტრისა და ერთი სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
18-12-2024