11-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რომელიც მან დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა, ლტოლვითა და განსახლების მოქმედ მინისტრს, სოზარ სუბარს შესაძლებლობა ექნება, რომ საკუთარი ძლიერი მხარეების სრულად რეალიზება მოახდინოს.
„სოზარ სუბარი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი. მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა იმ დავალებებისთვის თავის გასართმევად, რომელიც მის უწყებას ჰქონდა ჩაბარებული და, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, აუცილებლად იქნება სოზარი წარმოადგენილი იმ როლით, სადაც შეძლებს მაქსიმალურად საკუთარი ძლიერი მხარეების რეალიზებას“-განაცხადა პრემიერმა.
18-12-2024