გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სსიპ-ებთან და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით დაკავშირებით ფუნდამენტურ ცვლილებებს ვგეგმავთ

11-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სსიპ-ებთან და ა(ა)იპებთან დაკავშირებით ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება.

როგორც პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ცვლილება მხოლოდ რელიგიის სააგენტოს არ შეეხება.


„სსიპ-ებთან და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით დაკავშირებით ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკაში და მიდგომაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ხარჯებით, რასაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით, მივიღოთ უკეთესი ეფექტი და უკეთესი ბიუროკრატია.

ამ მიმართულებით ბუნებრივია, ნაბიჯები გადაიდგმება და ეს არ ეხება მხოლოდ რელიგიის სააგენტოს. შესაძლოა გაუქმდეს, გაერთიანდეს, რათა მივიღოთ ოპტიმიზაციები და ის ეფექტი, რაც ჩვენს მოსახელობას სჭირდება“-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031