გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები

2-10-2022

ქართულ პოლიტიკაში ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას.

 

"ჩვენ მზად ვართ, თუ იქნება კონსენსუსი ამ კანონის მიღების გარშემო, ამას გავაკეთებთ. თუ გვეტყვიან, ევროკავშირი მათ შორის თუ გვეტყვის, რომ არ გვჭირდება ასეთი კანონი, ეს უკვე თქვა წინა ელჩმა კარლ ჰარცელმა, ამ შემთხვევაში გავყვებით ამ კონსენსუსს. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თვითონ ქვეყანას რა თქმა უნდა სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ პიროვნულ ამბებში, მაგრამ რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენი კულტურის მქონე ქვეყანაში ნამდვილად არ არის პოლიტიკაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031