12-07-2018
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას კახა კახიშვილი დაიკავებს.
კახიშვილი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
„მინდა წარმოგიდგინოთ მთვარობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კახა კახიშვილი.
მან ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ- ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს ფუნდამენტური, წარმატებული რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ რეფორმების კოორდინაციის საქმეში. ის ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს კოორდინაცია გაუწიოს ყველა იმ რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დაანონსებული“ - განაცხადა პრემიერმა.
18-12-2024