გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 222 ათასი ტონა დაბინავებულია

3-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია. მევენახეებმა, ყურძნის მიღება-გადამუშავებით, დაახლოებით, 230 მლნ ლარამდე ღირებულების შემოსავალი მიიღეს.


„რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. გადამუშავებულია 222 ათასამდე ტონა ყურძენი.


გადამუშავებული ყურძნიდან 127 ათას ტონამდე რქაწითელია,  82 ათას ტონამდე საფერავი დადაახლოებით 5,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, საკოორდინაციო შტაბს, ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურს,რომელიცრთველისპროცესშია ჩართული“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის - 0,35 ლარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930