გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სექტემბერში, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს

5-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022წლის 1-ლი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 154 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 48 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 26 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთშიც - 18, აჭარაში - 11, შიდა ქართლშიც - 11,  მცხეთა-მთიანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც - 6, გურიაში კი, 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.


ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 388-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.


ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930