გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი: ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც პრემიერმა დაასახელა

12-07-2018

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პროცესების ოპტიმიზაციისა და ბიუროკრატიის შემცირების პროცესში ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი იქნება.
მისივე თქმით, ეკონომიკის ინკლუზიურობა, რომელიც მთავრობის პრიორიტეტია, ასევე ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში აისახება.

„ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში რაც პრემიერმა დაასახელა. ეს არის პირველ რიგში მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, რასაკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს და ეს დღევანდელ დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი იქნება ამ პროცესში.
რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, ეს პრიორიტეტი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან ახლა გაცხადდა და თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, უფრო სამართლიან განაწილებას და პრაქტიკულად თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ესეც რასაკვირველია, აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და თქვენ მალე გექნებათ შესაძლებლობები იხილოთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ მიმართულებით იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ეს ყველაფერი დაიწყება მალე. ნაწილი დაწყებულია უკვე და 2019 წლის ბოლომდე ძირითადად უკვე უნდა იყოს ჩაშვებული ეს პროცესები და ზოგიერთი დამთავრებულიც კი“- განაცხადა მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031