12-07-2018
საპარლამენტო უმრავლესობის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა მამუკა ბახტაძის მიერ შემოთავაზებულ საქმიან პოლიტიკას ასევე საქმიანი პოლიტიკით უპასუხოს.
მისივე თქმით, მთავრობის პარლამენტთან თანამშრომლობა საქმეს მხოლოდ წაადგება.
„მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა ამ საქმიან პოლიტიკას უპასუხოს ასევე საქმინი პოლიტიკით პარლამენტში. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტთან თავისი საქმიანობა მჭიდრო და ახლო თანამშრომლობით დაიწყო და მე დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც მან დააანონსა პარლამენტთან თანამშრომლობა მხოლოდ წაადგება საქმეს“- განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება მინისტრთა ახალ კაბინეტს, მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, წარდგენილ კანდიდატებს გამოცდილება და წარმატებული კარიერა აქვთ.
„რაც შეეხება მინისტრების გამოცდილებას, რაც ცნობილია ჩვენთვის, ამ ადამიანებს აქვთ საქმიანი გამოცდილება და აქვთ გამოვლილი წარმატებული კარიერა“- განაცხადა თალაკვაძემ.
18-12-2024