გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნატახტარის“ კორპორტიულ საქმეთა დირექტორი: გიორგი ქობულია საქართველოსთვის მსხვილი კალიბრი იქნება

12-07-2018

კომპანია “ნატახტარის” კორპორტიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია მსხვილი კალიბრი იქნება საქართველოსთვის.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ McKinsey-ის გლობალური პარტნიორი ეკონომიკის მინისტრი ხდება.

“ეკონომიკის მინისტრად გიორგი ქობულიას დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ის არის McKinsey-ს გლობალური პარტნიორი. აღსანიშნვია, რომ McKinsey არის გლობალური საკონსულტაციო კომპანია. ჩემთვის წარმოუდგენლად კარგი ინფორმაციაა, რომ McKinsey-ის ქართველი გლობალური პარტნიორი ჩამოგვყავს და ხდება ეკონომიკის მინისტრი.
ჩემთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთი მისი ინტელექტუალური რესურსი ამ სფეროში და მეორე McKinsey-ის საშუალებით ნებისმიერ მსხვილ კორპორაციასთან წვდომა. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ, გიორგი ქობულია ნამდვილად მსხვილი კალიბრი იქნება ქვეყნისთვის.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ McKinsey ამერიკული წარმოშობის გლობალური კომპანიაა, რომელსაც აქვს ექსპერტიზა პრაქტიკულად ინდუსტრიის ყველა სფეროში, რაც მე საშუალებას მაძლევს ვთქვა, რომ მისი ეს ინტელექტუალური რესურსი, როგორც კომპანიის საქართველოში სწორ ხედვას დადებს თუ სად უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის რუკაზე, რეგიონალური თვალსაზრისით იქნება ეს თუ გლობალური თვალსაზრისით. ძალიან დიდი კორპორაციები და მათ შორის სახელმწიფოები McKinsey-ის სერვისს ყიდულობენ, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია იმისთვის, რომ განსაზღვრონ სად არიან და რა უნდა გააკეთოს კორპორაციამ თუ სახელმწიფომ იმისათვის, რომ რესურსების ოპტიმალური მართვით მიაღწიოს რაღაც შედეგს. სწორედ ასეთი კომპანიის პარტნიორი გვეყოლება ეკონომიკის მინისტრად, მოკლედ, რომ ვთქვათ კარგი “ექიმია” და კარგ დიაგნოზს დასვამს”, – განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად გიორგი ქობულია წარადგინა. პრემიერის თქმით, ქობულია კომპანია McKinsey-სთან, სადაც ბოლო 18 წლის განმავლობაში მუშაობდა, ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდ ნაწილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031