გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ნინოწმინდა" გაიხსნა

7-10-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს საბაჟო-გამშვები პუნქტების მშენებლობა/რეკონსტრუქციასა და აღჭურვას. 


საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ნინოწმინდა."  


„ნინოწმინდის" საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსტამ ბადასიანმა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ. 
საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე არმან პოღოსიანი,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი უწყებების,  დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  


სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. 


როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ხელისუფლების ძალისხმევა, მიმართულია რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ურთიერთსასარგებლო, პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისკენ. 


საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, „ნინოწმინდის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოეწყო  კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 11 გასასვლელი. გამშვებ პუნქტზე  იმუშავებს, დაახლოებით, 70 მებაჟე ოფიცერი. დღე-ღამეში, ორივე მიმართულება მინიმუმ 600-მდე სატვირთო, 3000-მდე მსუბუქი მანქანისა და 8000-მდე მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. 
ამასთან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, განახლდა, დაახლოებით, 4000  კვ.მ. ფართობი, ასევე, მოეწყო ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი და აშენდა ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი. პროექტით, ასევე,  გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930