12-07-2018
მთავრობის ადმინისტრაციის ხემძღვანელობის კანიდიდატი, კახა კახიშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობას იკავებდა, თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსა და ნდობისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ კახიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების უწყებამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშველოვაანი საქმის გაკეთება შეძლო.
„ძალიან დიდი მადლობა, საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემი მინისტრობის სამი წლის მანძილზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველთვის.
მადლობას ვუხდი, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალისხმევისთვის, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.
მადლობა მინდა გადავუხადო, მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება.
დიდ მადლობას ვუხდი მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროცესებით და სიახლეებით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისთვის, რჩევებისთვის, შენიშვნებისთვის, კრიტიკისთვის, რომელიც კიდევ უფრო გვეხმარებოდა რეფორმის რთულ პროცესში. და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის“- წერს კახიშვილი.
კახა კახიშვილი დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა, მანამდე კი კახიშვილი სასჯელაღსულების მინისტრი იყო. ის ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებდა.
18-12-2024