10-10-2022
მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ტრადიციების ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის-ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.
"ვმონაწილეობ რთველში, წინანდლის ისტორიულ ვენახში. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ტრადიციების ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის",-წერს გერმანიის ელჩი "ტვიტერში".
16-11-2024
16-11-2024