გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული: აფრენამდე ვერტმფრენი ყოველთვის მოწმდება

12-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო დაშავებული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით თბილისში გადაჰყავთ.
ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას ოპერაციული მკურნალობა ესაჭიროება.
„ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. კლინიკას აქვს სრული რესურსი აღნიშნული პაციენტის ოპერაციული მკურნალობისა. თუმცა პაციენტის მოთხოვნით, იმის გამო, რომ ჰყავს არასწრულწლოვანი შვილი, სურს, რომ ოპერაცია ჩატარდეს თბილისში. პაციენტი თავისი მოთხოვნით გადადის ღუდუშაურის კლინიკაში“- განაცხადა ექიმმა.
დაშავებული ჟურნალისტებთან დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, მისი თქმით, აფრენამდე ვერტმფრენი ყოველთვის მოწმდება. 
„როცა ვერტმფრენი ფრინდება, ყოველთვის წინასწარ მოწმდება. მეტს არაფერს არ ვიტყვი. დღესაც, რა თქმა უნდა, შემოწმდა ვერტმფრენი“- განაცხადა დაშავებულმა.

შსს-ს ვერტმფრენი მთა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ დღეს დილით ავარიულად დაეშვა. ბორტზე სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031