10-10-2022
სექტემბრის ინფლაციამ 11.5% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელია. ძირითადი განსხვავება იმპორტირებული პროდუქციის ფასების პროგნოზთან შედარებით, ჯერჯერობით უფრო ნაკლები შემცირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდა, საქართველოში დეფლაციური ეფექტი ამ კუთხით ჯერ კიდევ ამოწურული არაა. სავარაუდოდ დამატებით უნდა გაიაფდეს ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიები, როგორიცაა: ნავთობპროდუქტები, ზეთი, შაქარი და სხვა. ამასთან, გაზრდილი საერთაშორისო სასაქონლო ფასების გამო, თიბისი კაპიტლის წინა მოლოდინებთან შედარებით, შემცირება უფრო ნაკლები იქნება. ასევე, ბოლო პერიოდში იკვეთება სურსათის გარკვეული კატეგორიების მოლოდინებთან შედარებით ნაკლები მოსავალი, მაგალითად კარტოფილის, სიმინდის და სხვა, რაც სამომხმარებლო ფასებზე ჯერ ასახული არაა. ისევე როგორც, რუსეთიდან მიგრაციის დამატებითმა ტალღამ უმეტესწილად ბინის ქირაზე შემდგომი ზეწოლა განაპირობა. თუმცა, შიდა მოთხოვნის მხრიდან გამოწვეული ინფლაციის კუთხით, თიბისი კაპიტალის მოლოდინები მთლიანობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეკონომიკის ზრდასთან უფრო გამოკვეთილი კავშირი მომსახურების ინფლაციას აქვს.
2022 წელს, თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკის ზრდამ 10.6%-ს რომ მიაღწიოს, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში წლიური ზრდა მაღალი იქნება, თუმცა ყოველთვიური სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი ეკონომიკური აქტივობის დანორმალიზებაზე მიუთითებს. ასევე, თიბისი კაპიტალის ვარაუდია, რომ წელს მაღალი საბაზო ეფექტისა და გლობალური ზრდის შემცირების გამო, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება. შესაბამისად, მომსახურებისა და ზოგადად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლაც თავის უფრო ბუნებრივ დონეს დაუბრუნდება.
მთლიანობაში, ზემოაღნიშნული არგუმენტების გამო, თიბისი კაპიტალის მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 7.4%-დან, 9.4%-მდე გაიზარდა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით. თიბისი კაპიტალის აზრით, რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება წლის ბოლოდან, მომდევნო წლის დასაწყისისათვის გადაიწევს. თიბისი კაპიტალის აზრით, გამკაცრება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან მიმდინარე წელს დეკემბრის ინფლაცია 10.5%-თაც რომ განისაზღვროს, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილ თვეებში ყოველთვიური სეზონურად შესწორებული ინფლაცია სამიზნე ნიშნულზე იქნება.
ამასთან, ინფლაციის გაუარესებული პროგნოზი ლარის კურსის მხარდამჭერი არგუმენტია. თუმცა, ამ მხრივ გასათავლისწინებელია, რომ ინფლაციის შემცირების მოლოდინებმა მართალია გადაიწია, თუმცა მხოლოდ შედარებით მცირედით. ასევე, საყურადღებოა მიმდინარე საერთაშორისო დინამიკაც. რეკორდულად გამყარებული დოლარი. შესაბამისად, თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება უფრო ჭარბი იქნება, თუმცა ვიდრე დოლარის დასუსტებას არ ვიხილავთ, რაც მომდევნო თვეებში ნაკლებსავარაუდოა, ლარის დაახლოებით 2.80-იანი მაჩვენებელი კვლავ უფრო რელევანტურია.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.
16-11-2024
16-11-2024