გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთის საელჩო საქართველოში: მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს

10-10-2022

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს -ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" გამოქვეყნდა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.


„მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შეკრიბა დიპლომატიური კორპუსი კახეთში რთველზე და ასევე, ბატონ მინისტრებს მოწვევისა და შესანიშნავი მასპინძლობისთვის.


საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930