გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ბოკერიას განცხადებაზე: როგორ უნდა თქვა ანტიდასავლური ამ ხელისუფლებაზე, რომელიც პირნათლად ასრულებს რეკომენდაციას და რომ არა დესტრუქციული ოპოზიციის ძალისხმევა პირველი ვიქნებოდით, ვისაც კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდნენ

11-10-2022

სასაცილოა დააბრალო ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი და საკუთარი ფულის დაცვის ხალხზე გადაბარება. თუ არ ახსოვთ გადაიკითხონ თავიდან ქვეყნისთვის მისი გაკეთებული სიკეთეები და ისიც გაიხსენონ როგორ წავიდა საკუთარი სურვილით პოლიტიკიდან - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გიგა ბოკერიას განცხადებას.

 

„ვერაფრით ვერ დააბრალებენ ხელისუფლებას ღალატს. რა არის ღალატი, შენი ქვეყნის ინტერესების დაცვა თუ ომის თავიდან აცილებისთვის ამდენი შეურაცხყოფის ატანა თუ მთელი ძალისხმევის მიმართვა ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის თუ ის სოციალური პაკეტები, რაც მოსახლეობისთვის კეთდება.

 

რაღაც ვერ ვიხსენებ მათი მმართველობის დროს თუნდაც ამის ნახევარი გაეკეთებინოთ. ან ანტიდასავლური როგორ უნდა თქვა ამ ხელისუფლებაზე, ხელისუფლება რომელიც პირნათლად ასრულებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის არის აუცილებელი და რომ არა ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის და მათი ლობისტების ძალისხმევა დღეს პირველი ვიქნებოდით, ვისაც კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდნენ. ის კი ძალიან სასაცილოა დააბრალო ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი და საკუთარი ფულის დაცვის ხალხზე გადაბარება. თუ არ ახსოვთ გადაიკითხონ თავიდან ქვეყნისთვის მისი გაკეთებული სიკეთეები და ისიც გაიხსენონ როგორ წავიდა საკუთარი სურვილით პოლიტიკიდან. ასე რომ აღარავის სჯერა ამ ტყუილების.“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30