გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი გივი თარგამაძეზე: "ტვ პირველი" რატომ იწვევთ ასეთ ხალხს ეთერში?! პოლიტიკურად დეგრადირებულების დრო არა და არ დასრულდა?!

11-10-2022

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ „ივანიშვილისთვის გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიებში მოხვედრა".

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ საავადმყოფოშიც გივი თარგამაძე ის სანიტარია, რომელსაც პოლიტიკური სიბინძურე შიშველი ხელებით გამოაქვს და მერე ხელსაც არ იბანს.

 

"ივანიშვილისთვის გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიებში მოხვედრა"- აცხადებს პროფესიით სანიტარი გიგი თარგამაძე რომელიც ქართულ პოლიტიკაში შემთხვევითობის პრინციპით მოხვდა. დიახ, არ მოგესმათ, ახლა გადავხედე გივი თარგამაძის ბიოგრაფიას და ჰოი საოცრებავ სწორად არის იქ, სადაც არის... 1985-1987 წწ. მეოთხე მთავარი სამმართველოს საავადმყოფო- N 1 პოლიკლინიკის სანიტარი და 1990-1992 წწ. უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტარი ყოფილა (ყველა ღირსეულ სანიტარს პატივს ვცემ), მაგრამ ამ კაცს არა, არც ამ პროფესიაში და არც პოლიტიკაში. მოკლედ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ საავადმყოფოშიც გივი თარგამაძე ის სანიტარია, რომელსაც პოლიტიკური სიბინძურე შიშველი ხელებით გამოაქვს და მერე ხელსაც არ იბანს. ტვ პირველი, რატომ იწვევთ ასეთ ხალხს ეთერში?! პოლიტიკურად დეგრადირებულების დრო არა და არ დასრულდა?!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930