გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა

13-10-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა.


შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში" ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე და და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომლებიც საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრება სახელმწიფოში ინოვაციური საქმიანობის და მთლიანად ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და ახდენს საგამომგონებლო საქმიანობის განვითარების სტიმულირებას, ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შექმნას და კონკურენციის განვითარებას, ასევე უზრუნველყოფს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინფორმაციის შეგროვებას და გავრცელებას.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა და „საქპატენტთან" WIPO - ს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობით, მხარდაჭერითა და ხელშეწყობით საქართველომ ამ დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც განაპირობებს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიან დაცვას.


შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა WIPO - სთან თანამშრომლობის გრძელვადიან ინიციატივებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებზე, მათ შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სათანადო სისტემის განვითარების მიმართულებით საქმიანობის შემდგომ გაფართოებასა და გლობალური საერთაშორისო პლატფორმის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.


დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გააქტიურებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარება, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გლობალური პლატფორმებზე თანამშრომლობა და სხვ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930