გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ დუნდუა: როცა სავალუტო ფონდი ხედავს ხელშემწყობ საგადასახადო გარემოს, საინვესტიციო აქტივობებს, სხვა გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომ საქართველო დაასახელოს ლიდერად მთელს მსოფლიოში

13-10-2022

„ეკონომიკის პერსპექტივა მთელი რიგი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ღონისძიებებისაგან შედგება და როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხედავს ამ მიმართულებებს, ხედავს ბიუჯეტს - ღია ბიუჯეტის ინდექსით პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხედავს ხელშემწყობ საგადასახადო გარემოს, ხელშემწყობ საინვესტიციო აქტივობებს და საინვესტიციო გარემოს, ექსპორტის განვითარებას, უყურებს ამას რეალური პარამეტრებით, სხვა გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომ საქართველო დაასახელოს მოწინავედ და ლიდერად მთელს მსოფლიოში. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

 

როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, ეს არის აბსოლუტურად მოსალოდნელი იმ პოლიტიკის ფარგლებში რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს.

 

შეკითხვაზე - რა განაპირობებს იმას, რომ რეგიონში მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველო არათუ ინარჩუნებს მიღწეულს, არამედ აქვს განვითარება, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ეს სწორი პოლიტიკის შედეგია.

 

„სწორი პოლიტიკა არის შემდეგი. პირველ რიგში, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ეს არის ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი ეკონომიკა და თავისუფალი საინვესტიციო გარემო, რომელიც შენარჩუნდა და გაძლიერდა. მეორე, რაც მნიშვნელოვანია - მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა, სრულად ყველა შტო პოლიტიკისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. მშვიდობაზე ორიენტირებულობის გარდა შეუძლებელი იქნებოდა ამ ცეცხლის რკალში მოქცეული რეგიონში რამე პერსპექტივის მიღწევა და განხორციელება.

 

რაც მნიშვნელოვანია, პოლიტიკა ორიენტირებულია ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის სტიმულირებაზე, რაც დაიწყო 2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამიდან დაწყებული ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამებით. რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაციამ „აწარმოე საქართველოსთვის“ პროექტი დაასახელა ექსპორტის საუკეთესო ხელშემწყობ პროექტად საერთაშორისო დონეზე. იმას, რასაც საქართველოში ოპონენტები უწყრებოდნენ, საერთაშორისო აღიარება ჰპოვა“- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930