გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

13-10-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი ხელმძღვანელობდა.


შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესრულება 2022 წლის განმავლობაში.
2023 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანად ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ შემოთავაზებული საპროექტო წინადადებების და რეკომენდაციების განხილვა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერს ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ 5 პროგრამა რეკომენდაციის სახით წარუდგინა.
მნიშვნელოვანი იყო მერის მიმოხილვა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შექმნილია 2020 წლის დეკემბერში და მისი შემადგენლობა 10 წევრისგან შედგება.
საბჭოს მიზანია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და მსგავსი საკითხების განხორციელება. ასევე, განიხილოს მერიის მიერ მომზადებული სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტები და შეიმუშაოს რეკომენდაციები.
საბჭოს არსებობის განმავლობაში 10 -ზე მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღეს როგორც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ასევე, მერიის და GIZ -ის ერთობლივ პროექტში სადაც მათი მხრიდან 14 ინიციატივა წარედგინა საკონკურსო კომისიას, რომელთაგანაც 1 ბოლო ეტაპზე გადავიდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის - მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელ მანანა ჩაგელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930