13-10-2022
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მორიგი პროგნოზი, მათ შორის 193 სახელმწიფოსი და საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენიმე სახეობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით, მოწინავე პოზიციებზე გავიდა. მსოფლიოში მეორე ადგილზე და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში - ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია და ოკეანეთი - პირველ ადგილზე - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მიხეილ დუნდუას ინფორმაციით, ეს მიმართულებებია: ერთ სულ მოსახლეზე მშპ ამერიკულ დოლარში - 2021-2027 წლების ზრდის მაჩვენებელი; მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დოლარში ეკონომიკის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე - 2022-2027 წლის ზრდის მაჩვენებელი; ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი - 2022 -2027 წლების მაჩვენებელი; აგრეთვე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში 2022-27 წლები ერთ სულ მოსახლეზე ზრდის მაჩვენებელი. მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორ უყურებს სავალუტო ფონდი ქვეყნის განვითარებას სამომავლოდ, გრძელვადიანი თვალსაზრისით 2027 წლის ჩათვლით.
„როდესაც შენ 192 ქვეყანას ჯობიხარ ამ მაჩვენებლით, ანუ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და საინვესტიციო კლიმატისთვის, ინვესტორთა მოზიდვისთვის არის შესანიშნევი პერსპექტივა მათი ნდობისა და აქტიურობის გასაძლიერებლად. პროგნოზი კეთდება იმ რეალურ პარამეტრებზე დაყრდნობით, რაც არის ქვეყანაში, რასაც ელოდება ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუტი პროგნოზირებისა და ეკონომიკური განვითარების ხედვის თვალსაზრისით. ქვეყნები იყოფა რამდენიმე კატეგორიის მიხედვით - დაბალშემოსავლიანი, საშუალოშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი ქვეყნები. მაღალშემოსავლიან ქვეყნებს გზა ხსნილი აქვთ და სხვა განვითარება, სხვა პერსპექტივა და სხვა კეთილდღეობაა. ჩვენ ვართ ახლა მაღალი საშუალო შემოსავლის დონის ქვეყანა. უკვე რამდენიმე წელია გავხდით ასეთი სტატუსის ქვეყანა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი 13 200 დოლარზე მეტი როდესაც არის, უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ხდები. 10 500 დოლარი მთლიანი შიდა პროდუქტი იმ ზრდის ტემპით, რა ზრდის ტემპიც აქვს ახლა საშუალოდ აღებული საქართველოს, რაც პროგნოზი აქვს სავალუტო ფონდს 2022-27 წლების, რომ გაგრძელდეს მომდევნო წლებში, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ 2030 წელს შესაძლოა ეკონომიკამ ერთ სულზე 15 000 დოლარს გადააჭარბოს, ეს კი რეალურ პერსპექტივას ქმნის იმისას, რომ საქართველო გახდეს 2030 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა“ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ. მისივე თქმით, სავალუტო ფონდი ხედავს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ამ პროცესს შეიძლება ხელი შეეშალოს, თუ ჩვენ არჩეულ კურსს გადავუხვევთ. ჩვენ სამეზობლოში არც ერთი არ არის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. შავი ზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთია. 15 წელია ბულგარეთი ევროკავშირის წევრია და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა მაინც ვერ გახდა. თურქეთი არ არის მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა და 2030 წელს, თუ ჩვენ მივაღწევთ ამ შედეგს, რა თქმა უნდა, ის ქვეყნებიც მიაღწევენ, ისინიც ხომ განვითარდებიან, მაგრამ ჩვენ კარგი ტემპი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში კეთილდღეობის დონე არსებითად უნდა იყოს გაუმჯობესებული ამ წლისათვის. კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი, ამას საფუძველი ჩაეყარა წელს, შარშან, მნიშვნელოვანი, მშვიდობაზე, ეკონომიკაზე ორიენტირებული სწორი პოლიტიკით, რომელიც მთავრობამ განახორციელა და ახორციელებს. ამ სწორმა გეზმა მიიყვანა დარწმუნებამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები, მაგრამ მას მაინც ქონდა სხვა წინაპირობა, არავის რომ არ ჯეროდა, ოპონენტებს 2014-2015 წწ, მაშინ, როდესაც იყო ასეთი პლათფორმა - 2030. ბიძინა ივანიშვილი იყო მისი ინიციატორი, მაშინ გაცხადდა, რომ 2030 წლისათვის საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და ამასთან დაკავშირებით, მთელი კონცეფციები შეიქმნა. ოპონენტები ამბობდნენ, რომ ეს არის წარმოუდგენელი, საქართველო როგორ შეიძლება მაღალშემოსვალიანი ქვეყანა გახდეს. ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს, თუ ჩვენ გადავუხვევთ იმ კურსს, რაც გვაქვს არჩეული. თუ იმ კურსს მივყვებით, რაც ქვეყანაში გვაქვს არჩეული, სავალუტო ფონდი ხედავს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება“ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
16-11-2024
16-11-2024