13-10-2022
ზაზა ოქუაშვილი - კაცი რომელსაც საკუთარი მამა რობერტ ოქუაშვილი უჩიოდა, რომელიც საკუთარ შვილს არ აღიარებდა და სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე შვილის აღიარებას ითხოვდა, საქმე სააკაშვილის სასამართლოში მოიგო და ეს "კაცი" დღეს "ქართულ ოცნებას" პრეტენზიებს უყენებს ალბათ რომ აღარ ბნელა და ბიზნეს რეკეტს ვეღარ ეწევა- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, ეს კაცი ამ წარსულითა და ამ სახით თავს უტოლებს ბიძინა ივანიშვილს, რომლის საქვეყნო საქმეებზე აქ ხალხი და იქ საერთაშორისო გამოცემები საუბრობენ
"ზაზა ოქუაშვილი არის ქართველი გმირი" აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი მართალია, ვერ შეეწინააღმდეგები, მიხეილ სააკაშვილის კლანში ასეთი გმირები მრავლად იყვნენ და მათზე იდგა ბიზნეს ელიტა. და მაინც კითხვაზე ვინ არის ზაზა ოქუაშვილი?! დარ ფაქტებმა ისაუბრონ ზაზა ოქუაშვილი- ასლან აბაშიძის პარტიიდან საარჩევნო ბლოკი" საქართველოს აღორძინება" პარლამენტის წევრი ზაზა ოქუაშვილი- ომეგა ჯგუფის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი- ტელეკომპანია "იბერიას" მფლობელი" ზაზა ოქუაშვილი -კახა თარგამაძის ხელის ბიჭი ზაზა ოქუაშვილი არის კაცი, რომელიც, სააკაშვილის საქართველოში - ბიზნესის რეკეტისა და დაშინების პირობებში უპრობლემოდ მოღვაწეობდა და კაცს რომელიც ამტკიცებს რომ პრობლემები მხოლოდ "ქართული ოცნების" პირობებში შეექმნა (ამის დამტკიცებას ცდილობს) სააკაშვილისთვის გმირს,2003 წლის პოლიტ კლანიც დადებითად ახასიათებდა თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ ზაზა ოქუაშვილი -კაცი რომელსაც საკუთარი მამა რობერტ ოქუაშვილი უჩიოდა ( მამის კუთვნილი ქონების გაყიდვა მან მამის ხელმოწერის გაყალბებით შეძლო)საქმე სააკაშვილის სასამართლოში მოიგო ზაზა ოქუაშვილი კაცი რომელიც საკუთარ შვილს არ აღიარებდა და სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე შვილის აღიარებას ითხოვდა; ( ზაზა ოქუაშვილი პროცესზე აცხადებდა რომ მისი შვილის დედის საყვარელი არა თვითონ არამედ მამამისი იყო) საქმე სააკაშვილის სასამართლოში მოიგო ზაზა ოქუაშვილი- კაცი რომელმაც საკუთარი დედა ხალხის თვალწინ ცემა და სამსახურიდან გააგდო ეს "კაცი" დღეს "ქართულ ოცნებას" პრეტენზიებს უყენებს ალბათ რომ აღარ ბნელა და ბიზნეს რეკეტს ვეღარ ეწევა, ალბათ რომ აღარ ბნელა და მოწილეებს ბინძური მეთოდებით ვეღარ იშორებს( როგორც ერთ დროს ელიზბარაშვილები მოიშორა) ალბათ რომ აღარ ბნელა და სიმართლის ფონზე თავად დაუფარავად წარმოჩნდა! მინაწერი: ეს კაცი ამ წარსულითა და ამ სახით თავს უტოლებს ბიძინა ივანიშვილს რომლის საქვეყნო საქმეებზე აქ ხალხი და იქ საერთაშორისო გამოცემები საუბრობენ. წადი ტოლი და სწორი ნახე, წადი! ისიც 2003 წლის კლანელებში!!!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024