გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში "VIII საერთაშორისო კონფერენცია - ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები" გაიმართა

14-10-2022

ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერპეტივებზე, ისტორიაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურათმცოდნეობაზე, ენათმეცნიერებაზე ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში გამართულ კონფერენციაზე. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგლე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქართულ-ოსური ურთიერთობის სამშვიდობო პოლიტიკას. "ამ პოლიტიკის ფარგლებში, გვაქვს მხარდამჭერი პროექტები, საგანმანათლებლ რესურსებზე ხელმისაწვდომობის, უმაღლეს განათლებაში შემომსვლელთათვის ხელშესაწყობად. ასევე, გვაქვს სამეცნიერო - კვლევითი მიმართულებით სხვადასხვა საგრანტო კონკურსები რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, რომელიც მხარს უჭერს როგორც საზღვრისპირა, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის სამეცნიერო -კვლევითი პროექტების დაფინანსებას“, - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.
 

ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივებზე ისუბრა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. ,,კონფერენცია, რომელიც ქართულ-ოსურ ურთიერთობებს ეძღვნება, ძალიან მნიშნელოვანია შერიგებისა და ჩართულობის თვალსაზრისით, რამდენადაც სამეცნიერო ურთიერთობები, ომით ხელოვნულრად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის და შერიგების ერთ -ერთი საუკეთესო გზაა. ამ კონფერენციაზე ყოველწლიურად ვიხსენებთ, თუ როგორი იყო ქართულ-ოსური საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობა, რა გვაკავშირებს ისტორიულად ერთმანეთთან, რა საერთო პერსპექტივები გვაქვს. ამავდროულად, ეს ყველაფერი გახლავთ საუკეთესო მესიჯი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძალია ერთად ყოფნა. ჩვნ შეგვიძლია, რომ ერთიანი მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, ვიშრომოთ როგორც სამეცნიერო, ისე ახალგაზრდების განათლების მიმართულებით,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.


,,დღეს გვაქვს მეცნიერთა ფორუმი, სადაც არიან ჩვენი რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების, სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, რომლებსაც ერთი სურვილი აერთიანებს, მათ უნდათ, რომ იყოს მშვიდობიანი, მყარი და ამასთანავე, მეგობრული ურთიერთობა ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერთა შორის. ეს ურთიერთობები არის გარანტია იმის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პროექტი განხორციელდება ჩვენი უნივერსიტეტის ჩართულობით“, - აღნიშნა თსუ  ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ნაირა ბეპიევამ.


"VIII საერთაშორისო კონფერენცია - ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები"  ეძღვნება ოს მუჰაჯირ პოეტს თემირბოლათ მამსუროვს.

კონფერენციის ორგანიზატორია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება. ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930