14-10-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოსწავლეები კლინიკებში მოინახულა. მინისტრის პირველმა მოადგილემა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მედიასთან:
„უდიდესი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატავად, რაც ახლა ტრიალებს. 55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე და რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელმა დროულად მოახდინა მშობლების ინფორმირება და აცნობა მათ, რომ მოსწავლეები სკოლაში არ იყვნენ. როდესაც ბავშვი არ ცხადდება სკოლაში, რეგულაციის მიხედვით დამრიგებელს ევალება აცნობოს მშობელს, ან მეურვეს – შესაბამისად ეს პროცედურა სკოლის მხრიდან განხორციელდა.
ჩვენ დილიდან ხაზზე ვართ ექიმებთან, კლინიკებთან და ვადევნებთ თვალს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა პროცედურის შესაბამისად დაწყებული აქვს გამოძიება.“ - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024