გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში შობა აღნიშნეს

7-01-2018

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ ტაძრებში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

 

საშობაო წირვა აღევლინა N15 და N14 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, ასევე, ქალთა სპეციალური დაწესებულების სამლოცველოსა და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში.

 

ამასთან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულები, წინა წლების მსგავსად, წელსაც შეუერთდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ინიციატივას და 12:00 საათისთვის საკნების  ფანჯრებში  სანთლები დაანთეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031