13-07-2018
"სომხეთის ახალი ხელისუფლება ქართულ გამოცდილებას ითვალისწინებს და ცდილობს არ გაიმეოროს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომები"-ასე იწყება სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
„მიხეილ სააკაშვილმა, პირველ რიგში, პოლიტიკური შეცდომები დაუშვა. ვფიქრობ, ჩვენი ახალი ხელისუფლებისთვის მეზობლის მოქმედება კარგადაა ცნობილი და მას, ალბათ, ითვალისწინებს“, - ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან - კარენ არზუმანიანთან საუბარში ექსპერტი გრანტ მიქაელიანი. „ყველაზე მთავარი დღეს ჩვენთვის რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნებაა, რაც კეთდება კიდეც. მეორე ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაულებებთან ბრძოლაში ჯოხი არ უნდა გადავტეხოთ, ზომიერება უნდა დავიცვათ“.
რაც შეეხება ეკონომიკას, ამ შემთხვევაში ქართული გამოცდილება არ გამოგვადგება რიგი მიზეზების გამო: ჯერ ერთი, რომ საქართველოს ჩვენგან განსხვავებული სატრანპორტო პირობები აქვს. ასეთი სიტუაციის წყალობით ჩვენი მეზობელი სერიოზულ მოგებას იღებს სატრანზიტო ტვირთებისაგან. ეს ფაქტორი საქართველოსთვის განსაკუთრებით წონადი გახდა 2000-იანი წლების შუახანებიდან, როცა ექსპლოატაციაში შევიდა ნავთობ და გაზსადენები. სომხეთს ასეთი შესაძლებლობები არ აქვს. მეორე - საქართველოს დასავლეთმა მრავალმილიარდ დოლარიანი ფართო ფინანსურ-მატერიალური დახმარება გაუწია, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ.
საქართველოსა და სომხეთს შორის პარალელს საშინაოეკონომიკური პროცესების თვალსაზრისითაც ვერ გავატარებთ - იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს საქართველოს ინსტიტუციური განვითარების დონე უფრო დაბალი იყო, ვიდრე მაშინდელი სომხეთისა, რომ არაფერი ვთქვათ დღევანდელ დონეზე. შესაბამისად, იმ დროს ქართველი ლიდერის წინაშე, ერთი მხრივ, უფრო მასშტაბური ამოცანები იდგა, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო მარტივიც: აუცილებელი იყო დამპალი სისტემის სრული ნგრევა, რაც შედარებით ადვილია.
„სომხეთის ამჟამინდელ სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს ნაკლი, მაგრამ მთლიანობაში ის უკვე ჩამოყალიბებულია, შემდგარია. ამიტომ დღეს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ დღევანდელი საქართველოს უახლეს - 2012-2013 წლების გამოცდილებას. ის უფრო გამოადგება ჩვენს ხელისუფლებას“, - ამბობს პოლიტოლოგი, - საქართველოს იმდროინდელი მთავრობის შეცდომა იმაში იყო, რომ ისინი მხოლოდ წარსულის შეცდომებს ასწორებდნენ და ქვეყნის მომავლის პერსპექტივას, მომავლის ხედვას არ ქმნიდნენ. სწორედ ამიტომ დაკარგა საქართველომ განვითარების ტემპები.
სომხეთის ხელისუფლებამ ყურადღება უნდა დაუთმოს საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ მრეწველობის შექმნას და მის გაფართოებას, რაც მტავრობას სოციალურ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მაღალი უმუშევრობა ხომ საზოგადოებრივი სტაბილურობისა და ეკონომიკისათვის დიდი დატვირთვას წარმოადგენს. უმუშევრობის შემცირება პირველ რიგშია მოსაგვარებელი - ისევე როგორც საქართველოში და აზერბაიჯანშიც", - ნათქვამია სტატიაში.
19-12-2024
18-12-2024