გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე კახი კალაძეს: კახი, არ გადადგე!.. უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი; დაბალი ღობე ხო გამოჩნდა...

19-10-2022

პარტია "ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს:პარტია "ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს:


"კახი, არ გადადგე!.. რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხო გამოჩნდა...ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები - ლენტის გაჭრა, ფეიერვერკები.... მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს. 


თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები.


არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ყავდეს ქალაქს! 


შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა - გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა!


არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი - ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი?
არ გადადგე! იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება.


ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის...." - ნათქვამია მიმართვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031