გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია შობას საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

7-01-2018

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესთან და მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან ერთად, შობის დღესასწაულს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფახულანის საგუშაგოზე შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგუშაგოს თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და ქვეყნის გამთლიანება უსურვა. გიორგი გახარია და მისი მოადგილეები შობის ღამეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულ ხურჩის და განმუხურის საგუშაგოებსაც ეწვივნენ. მათ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ქვეყნისათვის გაწეული შრომისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930