გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგიამ ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

19-10-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ექვსწლიანია და ბიუჯეტი 90 მლნ ევროს შეადგენს.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა და ყურადღება დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს პროექტის მხარდაჭერისთვის და კლიმატის ცვლილების ფონზე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების პროცესში სარწყავი სისტემების გამართული მუშაობის მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) მხარს უჭერს საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მზადაა გრძელვადიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930