გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: ამ მიმართულებით საგარეო უწყება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის დამტკიცებამდეც აქტიურად მუშაობდა

13-07-2018

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

ზალკალიანის განცხადებით, სანამ ეს სია ფორმალურად იქნებოდა დამტკიცებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის პირდაპირი დავალება ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რომ აქტიურად იმუშაონ რათა მიღებულ იქნას შესაბამისი სანქციები, შემზღუდავი ზომები იმ პირთა მიმართებაში, რომლებიც არიან ამ სიაში მოხვედრილი. ამ სიაზე მუშაობა იქნება ჩვენი უახლოესი პრიორიტეტი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით” - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

მისი თქმით საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიის დამტკიცებამდეც მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ეს საკითხი ჩვენი პარტნიორების ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. მისი თქმით ამის დასტურია თუნდაც ის,რომ სიის დამტკიცებიდან ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებულ იქნა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც საუბარია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზეც.

„ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, საქართველოს მდგრადობის გაძლიერებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით შესაძლებლობების გაჩენას. ამ აქტში არის ასევე მინიშნება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ მათ დაიწყონ აქტიურად მუშაობა, რათა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სიაში არიან, გატარდეს შემზღუდავი ზომები. რა თქმა უნდა ეს ჯერ არ არის კანონად ქცეული, იმისთვის, რომ იქცეს კანონად, მთელი რიგი პროცედურები არის გასავლელი. ამიტომ უახლოეს მომავალში, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ეს საკითხიც იქნება. ჩვენ ასევე ინდივიდუალურად ვიმუშავებთ ევროპაში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031