გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი გენერალური პროკურორის არჩევის წესზე: საიდან და რატომ გაჩნდა 19 აპრილის შეთანხმებაში, რჩება ცოტა გაურკვეველი, ოპოზიციას და ხელისუფლებას ეს შეთავაზება არ ქონია

20-10-2022

უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანისთვის უცნობია, საიდან და რატომ გაჩნდა 19 აპრილის შეთანხმებაში ჩანაწერი გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რადგან ხელისუფლებას და ოპოზიციას ეს შეთავაზება არ ქონია. საიდან და რატომ გაჩნდა, რჩება ცოტა გაურკვეველი, იმიტომ, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას ეს შეთავაზება არ ქონია.


მეტიც, შემდეგ, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებებში ეს ჩანაწერი გაჩნდა ხელისუფლების და ოპოზიციის დამოუკიდებლად, ერთმანეთში მოვილაპარაკეთ, რომ ეს არა თუ ხელს შეუწყობდა, არამედ შეაფერხებდა მართლმსაჯულებას და მოდით, ამოვიღოთ და ამაზე შეთანხმებულები ვიყავით - განაცხადა ბექა დავითულიანმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

 

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიცია და ხელისუფლება 19 აპრილის მოლაპარაკების შემდეგ ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ ეს კანონი შეაფერხებდა საქართველოში მართლმსაჯულების პროცესს. თუმცა, მოლაპარაკების მიუხედავად, ევრორეკომენდაციებში მაინც მოხვდა.

 

,,მერე, რაღაცნაირად, გადავიდა ევრორეკომენდაციებში და ახლა გვიწევს მივიღოთ კანონი, რომელიც პრაქტიკულად არავის მოგვწონს და არ მიგვაჩნია სწორად. ერთი მხარე და მეორე მხარე, როცა ამბობს რომ ცუდია ქართული მართლმსაჯულებისთვის, ყოველ შემთხვევაში, ხელს ნამდვილად არ შეუწყობს და შეიძლება შეაფერხოს პროცესი. ორი მხარე ამბობს, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა იყოს და ჩნდება. არ ვიცი, უხილავი ხელი არ ჩაწერდა,’’ - განაცხადა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930