13-07-2018
ანალიტიკოსი და სოციოლოგი, ვალერიან გორგილაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა კანდიდატურა დააყენოს.
„თუკი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, რომ არანაირი პრობლემა მას არ შეექმნება, თუმცა მე პირადად გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას. ბევრად უფრო ლოგიკურად და დასაბუთებულად მიმაჩნია ვერსია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა მოიზიდოს სხვა ელექტორატიც, არა მხოლოდ ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, მათ შორის სხვა კონკურენტი პარტიების ამომრჩეველიც, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
19-12-2024
18-12-2024