გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

20-10-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ  ედიტე მედნეს  ახალ პოზიციაზე დანიშვნა  მიულოცა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 

მინისტრმა  ლატვიას, როგორც სანდო პარტნიორსა და ახლო მეგობარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე,  თანმიმდევრული და გამორჩეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  მან ყურადღება თავდაცვის სფეროში  თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა. 

ხაზგასმით აღინიშნა  ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  (SNGP)  იმპლემენტაციის პროცესში ლატვიური მხარის დახმარებისა და  ექსპერტების ჩართულობის, რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით განხორციელებულ პროცედურებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების  გარემოსა და საფრთხეებზე, ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასა და  ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.

ედიტე  მედნე საქართველოში  ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინეს. მან  საქართველოში ელჩის  პოზიციაზე დიპლომატი  ინგრიდა ლევრენსი შეცვალა.

ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930