21-10-2022
თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეკორდული რაოდენობის კომპანია დარეგისტრირდა - რეგისტრაცია 412 ბიზნესმა გაიარა.
ისინი შემდეგ ნომინაციებში ეცდებიან საუკეთესოს ტიტულის მოპოვებას:
წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :
ნაწილობრივ შეიცვალა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.
ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.
პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSEდა „აწარმოე საქართველოში“. UN Women-მაწელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევითი კომპანია ANOVA.
ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულებს დაჯილდოების ფინალური ღონისძიებაზე, დეკემბერში ჟიური გამოავლენს.
16-11-2024
16-11-2024